"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, დღეს თბილისის ცენტრში გამართულმა ღონისძიებამ, ხაზი გაუსვა იმას, რამდენად ცუდ მდგომარეობაშია "ქართული ოცნების" ხელისუფლება.
"დავინახეთ ადამიანი, რომელსაც ეშინია პანიკურად ძალაუფლების დაკარგვის, ადამიანი, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. მათ შორის, გადააგდოს საზოგადოება, ასე მოეპყრას საჯარო მოხელეებს, იძალადოს როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე ისე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მისი აზრით საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ამ აქციით, მათ ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწიეს, აქციის საბაბიც ძალიან სასაცილო იყო. ამ აქციით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, როგორ ცუდ მდგომარეობაში არიან," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ" გამართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.