ლედი გაგა შერისთან დუეტის ჩაწერას გეგმავს. მომღერლებმა ერთმანეთი 2010 წლის MTV-ის პრემიების გადაცემის ცერემონიალზე გაიცნეს, რომელიც 12 სექტემბერს ლოს-ანჟელესში გაიმართა. ლედი გაგამ რვა პრემია მიიღო, მათ შორის ნომინიაციაში "წლის საუკეთესო ვიდეო", რომელიც მას სწორედ შერიმ გადასცა.
შერიმ და ლედი გაგამ ერთობლივი კონცერტის გამართვის შესაძლებლობები განიხილეს. ისინი არც სტუდიური ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობას გამორიცხავენ.
64 წლის შერიმ თავისი კარიერის განმავლობაში 25 სოლოალბომი გამოსცა. ამ დროისთვის მომღერალი მომავალ დისკზე მუშაობს. 24 წლის ლედი გაგას ორი ალბომი აქვს გამოშვებული.