ხელისუფლება კედელთან მიყენებულია. ერთადერთი, რასაც ამბობენ, არაკონსტიტუციურიაო და იმის მტკიცებაც არ შეუძლიათ,რატომ არის არაკონსტიტუციური, - განაცხადა პარტია „რეპუბლიკელების“ ერთ-ერრთმა ლიდერმა დავით ბვერძენიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიცია მადლიერია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, რადგან მან და სხვა ელჩებმა გაახსნევინა ჩარაზული კარი ხელისუფლებას და შეხვდა ოპოზიციას.
„ახლაც ვართ დიალოგის რეჟიმში და რაკი ხელისუფლებამ ჩარაზა კარები და დიდმა კონსტიტიციონალისტმა, კახი კალაძემ გამოგვიცხადა, რომ არაკონსტიტუციურია და დახურულია თემა, ორ-სამ დღეში ჰარცელმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომლის ძალიან მადლიერები ვართ, და ყველა სხვა ელჩმა, გაახსნევინა ეს ვითომ ჩარაზული კარი და იყო შეხვედრა ოპოზიციასთან, სადაც გერმანულის საფუძველზე შექმნილი მოდელი შესთავაზეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. ძალიან მადლიერი ვართ სახალხო დამცველის, რომლის ხელშეწყობითა და თაოსნობით ეუთოში იგზავნება ეს მოდელი. ხელისუფლება კედელთან მიყენებულია. ერთადერთი, რასაც ამბობენ, არაკონსტიტუციურიაო და იმის მტკიცებაც არ შეუძლიათ,რატომ არის არაკონსტიტუციური“, - თქვა ბერძენიშვილმა.