ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ხვალ გაიმართება უმრავლეობის სხდომა და იმედი გამოთქვა, რომ პარტია ძალას მოიკრებს.
"მე რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ რა თქმა უნდა მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას", - თქვა თალაკვაძემ.