სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში რუსი ინვესტორები სოიოს კოპტონის მწარმოებელი ქარხნის აშენებას და ამ მშენებლობაში დაახლოებით 200 აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა იგეგმება მსხვილი სამეწარმეო კომპლექსის აგების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე ითვალისწინებს მარცვლის ტერმინალისა და საფქვავის აგებასაც. განცხადება აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის ე. წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა გააკეთა.
მისი თქმით, ძირითადი ინვესტორი დახურული სააქციო საზოგადოება "რუსაგროტრანსია" (შ.პ.ს. "რუსული კრინიგზის" შვილობილი). "რუსაგროტრანსს" საწარმოს საკონტროლო პაკეტი ექნება.
ოზგანი განმარტავს, რომ აღნიშნული კომპლექსის აგების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. საწარმოს ამოქმედება 2012 წლისთვისაა ნავარაუდევი.