ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 
ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.