„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალ ინიციატივებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მისთვის წინასაარჩევნო პერიოდის ნაწილია.
კაპანაძე მისგან დაპირებების შესრულოებას არ მოელის და აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ საზოგადოებას აჩვენებს, თითქოს კურორტების აღორძინებაში საკუთარ ფულს ხარჯავს.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში, ნდობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა საზოგადოებამ, არ გამართლდა. მან არ გადაჭრა არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, არ შეასრულა არც ერთი დაპირება, შესაბამისად, ეს დაპირებაც, თითქოს ამ ინვესტიციით კურორტებს ააღორძინებს, ვფიქრობ, არ შესრულდება. ეს ყველაფერი მისთვის წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისია. ის აჩვენებს საზოგადოებას, რომ აი კიდევ ერთხელ დახარჯავს მის ფულს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.