საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ავრცელებს და უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან/და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად არ დახარჯულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.
ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია“, - ნთქვამია განცხადებაში.