მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ, - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ "მთავარის" ეთერში.
„სჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია რომ დამკიტცებულად ჩაითვალოს ბრალდება. მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ", - თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.
დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან „განაყენა“.
მეუფე პეტრემ სხდომა დატოვა და მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქმა უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან. პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა.
"საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა“, - თქვა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: "სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე", - თქვა მეუფე პეტრემ.