აუცილებელია შეიქმნას საეკლესიო სასამართლო, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დაწებამდე.
მისი თქმით, ყველა ადამიანის და ყველა იერარქიის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით.
"ჭეშმარიტება არის მარადიული, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, თუ დღევანდელი წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია.
საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქმნას და ყველა ადამიანის და ყველა იერარქიის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით. რაც შეეხება უკარაინას, მას ეკუთვნის ავტოკეფალია", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.