ბირთვული ქობინებით აღჭურვილმა კონტინენტთაშორისმა რუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა სახელწოდებით "კნიაზი ვლადიმირი", ბალისტიკური რაკეტის გაშვება წარმატებით განახორციელა.
ტესტირების დასრულების შემდეგ, ატომური ნავი რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში შევა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბალისტიკურმა რაკეტამ ათასობით კილომეტრის დაშორებით არსებული სამიზნე გაანადგურა.
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების გაუქმების შემდეგ, შეერთებული შტატები და რუსეთი, შეიძლება ითქვას, შეიარაღების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
2019 წლის ორი აგვისტოდან შეწყდა საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. შეთანხმებას ხელი 1987 წლის 8 დეკემბერს მოეწერა.
ვაშინგტონმა მანამდე განაცხადა, რომ შეთანხმებას დატოვებდა რუსეთის მხრიდან არსებული დარღვევების გამო.
დოკუმენტის თანახმად 500-დან 5 ათასამდე კმ-ის მანძილზე მოქმედი რაკეტები აკრძალულად იყო გამოცხადებული. თუმცა აშშ-მა და ნატო-მ მოსკოვი შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა.
შეთანხმების შეწყვეტას "უაღრესად სამწუხარო" უწოდება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, რომელმაც თქვა, რომ მსოფლიომ დაკარგა ბირთვული იარაღის გამოყენების შემაკავებელი ძლიერი ინსტრუმენტი.