"უკვე მე-17 წელია ჩვენი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მტერზე, რომელმაც ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და ქალაქებსა და სოფლებში ცეცხლი და სიკვდილი მოიტანა", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თანამემამულეებისადმი სიტყვით მიმართვის დროს და მათ "გამარჯვების დღე" მიულოცა.
ბაღაფში თავის მისალოც სიტყვაში ქართველებს "ბარბაროსებს" უწოდებს და აცხადებს, რომ "აფხაზეთისათვის ამ საბედისწერო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავში ეროვნული გმირი ვლადისლავ არძინბა ჩადგა, რომელმაც შეძლო ქალისა და კაცის, მოხუცისა და ახალგაზრდის ერთ ბუშტად შეკვრა ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში".
"ძალიან ცდებოდნენ ისისნი, ვინც ფიქრობდა, რომ ჩვენს გატეხვასა და მთავარ მიზანზე ჩვენს მიერ უარის თქმას იძულებით შეძლებდნენ. ჩვენ მედგრად ვიდექით, ყველაფერს გავუძელით და ამჟამად მივიწევთ წინ. ყოველ წელს აფხაზეთში უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ჩვენი შვილების მემორიალები იხსნება. ისინი საჭიროა იმისათვის რათა მომავალმა თაობამ იცოდეს, თუ რისთვის და როგორც იბრძოდნენ მათი წინაპრები.
დაე ეს აღარასოდეს განმეორდეს მეტი. მჯერა ჩვენ შევძლებთ აფხაზური სახელმწიფოს აშენებას. ამ უდიდეს გამარჯვებას გილოცავთ თანამემამულეებო!", _ აცხადებს ბაღაფში თავის სიტყვაში.
მასალის გამოყენების პირობები