აფხაზი სეპარატისტები ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს შორის 1992-1993 წწ მიმდინარე ომში "გამარჯვების დღეს" ზეიმობენ.
დილიდან სოხუმში საზეიმო ღონისძიებები იმართება. სეპარატისტებმა გვირგვინებით უკვე შეამკეს ომში დაღუპულ ბოევიკთა ხსოვნის მემორიალი. სეპარატისტები ასევე გეგმავენ საზეიმო მიტინგის გამართვას, რომელზეც, მათი ინფორმაციით, სიტყვით გამოვლენ ე.წ. სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალიას ლაბახუა და ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა.
12:30 საათზე სეპარატისტთა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ნაწილები სოხუმის ცენტრში საზეიმო მარშით ჩაივლიან. 13:00 საათზე სეპარატისტები გვირგვინებით შეამკობენ აფხაზ სეპარატისტთა იდეოლოგის ვლადისლავ არძინბას მემორიალს. 14:00 საათზე სოხუმის ფილარმონიაში გაიმართება საზეიმო კონცერტი. საღამოს კი 22:00 საათზე სოხუმის ცაზე ფოიერვერკების გაშვება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები