რატომ ვარ ლოგინში, იცით? მე განაჩენი გამომიტანეს, აი, ამ ფემინისტებმა და, აი, ამ რადიკალებმა და, აი, ამ ლიბერალებმა. ეს ხომ პოლიტიკაა“, - - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ილია ჯიჭკარიანი სტუდიაში კლინიკიდან ჩაერთო.
„ილია ჯიჭკარიანი ამ სოფლიდან ისე არ წავა, რომ სიმართლე არ გაირკვეს. მე ღმერთს ვეხვეწები, ძალას მომცემს. მე მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღდგენ, რომ მე ამ ბრძოლის გავემზადო. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემ ადგილას თავი რომელიმეს? წეღანაც ვთქვი. განაჩენი გამოტანილი მაქვს მე. რატომ ვარ ლოგინში, იცით? მე განაჩენი გამომიტანეს, აი, ამ ფემინისტებმა და, აი, ამ რადიკალებმა და, აი, ამ ლიბერალებმა. ეს ხომ პოლიტიკაა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი საავამყოფოში გაიმართა. გირაოს გარდა, ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა.
შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წაუყენა.