აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ულრიკ ტიდესტრომთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობით გამოიხატება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ულრიკ ტიდერსტომმა ისაუბრა შვედეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს განვითარების პოტენციალი, იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა თუ ინვესტიციები.
აღსანიშნავია, რომ საქართველო და შვედეთი თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, თავდაცვა, საერთაშორისო განვითარება და ა.შ. ევროკავშირის ქვეყნებიდან, შვედეთი 2005 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია საქართველოსთვის.