საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში 16 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა სახლის სარდაფში აღმოაჩინეს.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.