ოსი სეპარატისტების დელეგაცია 30 სექტემბრისავის აფხაზეთში ჩასვლასა და ე.წ. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთს ეწვევა დელეგაცია, რომელშიც შევლენ: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი, მისი თანაშემწე ოლეგ გაბოძე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს აფხაზი სეპარატისტები საქართველოზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები