„პირველი არხის" ინფორმაციით, გორის ციხიდან 17 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში" გადაიყვანა.
17 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.