თბილისში, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა, ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.
გოგონას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.