"National Geografhic" საქართველოს მთავრობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რუკიდან ე. წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი როგორც ცალკე დამოუკიდებელ რესპუბლიკები ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ " National Geografhic"-ს მიმართა თხოვნით, რათა რუკებიდან ე. წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ამოეღო.
როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ ნეშენალ გეოგრაფში გაიგზავნა მიმართვა, რათა მას არსებული ხარვეზი გამოესწორებინა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებს უკავშირდება.
"ეს ყველაფერი ხდება იმტომ, რომ არსებობს ქვეყანა სახელად რუსეთი, რომელიც ყოველმხრივ ცდილობს, სადაც კი ხელი მიუწვდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეროზია გამოიწვიოს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.