აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში დღეს თურქეთიდან ჩამოსული აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ თურქეთიდან ეს დელეგაცია აფხაზეთში 27 სექტემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
დღესვე აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ბაღაფში კიდევ ერთ, ყაბარდო-ბალყარეთიდან აფხაზეთში ჩასულ დელეგაციას შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზი სეპარატისტები " საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებისგან სოხუმის განთავისუფლების" მე-17 წლისთავს აღნიშნავენ.
სეპარატისტებმა დილიდან გვირგვინებით შეამკეს სოხუმის ცენტრში მდებარე აფხაზ ბოევიკთა მემორიალი. აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ დღეს საღამოს სოხუმში რუსული ესტრადის მომღერალი ალექსანდრე მარშალის კონცერტი გაიმართება.