ოქროს ნაკეთობების დიდი რაოდენობით საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ინდივიდუალური მეწარმე ჯემალ გიგუაშვილი დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, მან ერთ-ერთი მოქალაქისგან ე.წ. „ბეს" სახით 300 ლარი აიღო და 12 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადასცა. მყიდველის კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გაცემაზე უარი განაცხადა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის
მე-200 პრიმა მესამე მუხლით აღნიშნული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.