დაღესტანში კარაბუდაზკენის რაიონის სოფელ ლენინკენტში მილიციის თანამშრომელს, მისი მეუღლესა და ქალიშვილს ესროლეს.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, მილიციის თანამშრომელი უცნობმა პირებმა სახლიდან გაიყვანეს და ავტომატური იარაღიდან ესროლეს, შემდეგ "სროლის ხმაზე სახლიდან გამოსულ მეუღლეს და შვილსაც გაუხსნეს ცეცხლი".
მილიციის თანამშრომელი და მის შვილი ადგილზე დაიღუპნენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები