რუს ოკუპანტების მიერ გატაცებული ალეკო ადეიშვილი მეხუთე დღეა ტყვეობაში იმყოფება.
ადეიშვილი, დუშეთის რაიონში, მდინარე ქსანზე თევზაობისას გაიტაცეს.
როგორც ადეიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, იგი სავარაუდოდ ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი.
ადეიშვილის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაბრუნების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თბილისში მცხოვრები ადეიშვილი, დუშეთში რამდენიმე დღით იყო ჩასული.