ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბანდონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ადგილობრივი დროით 11:07 წუთზე დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანეში, 3.4 მილის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ამ დროისთვის დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.