რუსმა სტუდენტმა, არქტიკულ ექსპედიციაში 5 ახალი კუნძული აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მარინა მიგუნოვამ სატელიტური მონაცემების გაანალიზების საფუძველზე აღმოაჩინა, რომ გლობალური დათბობის შედეგად, მყინვარის დნობით, 5 ახალი კუნძული გამოჩნდა.
მარინა მიგუნოვამ, ახალი მიწის არქიპელაგში კუნძულებს მიაგნო. აღმოჩენამდე, კუნძულებს მყინვარი ფარავდა.
სტუდენტმა ექსპედიციის შედეგები, სანქტ-პეტერბურგში, ადმირალ მაკაროვის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, საბაკალავრო ნაშრომში გამოიყენა.
მარინა მიგუნოვას აღმოჩენით, დედამიწის რუკას არქტიკაში 5 ახალი კუნძული შეემატა.
ახალი კუნძულების ზომა 900-დან, 54.500 კვ/მ-დე მერყეობს.