კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან მოხდა. ერთმანათს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ოპელის და მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ორს პირველადი დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.