ოსმა სეპარატისტებმა ე.წ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა "ოსების უმაღლესი საბჭო" შექმნეს. აღნიშნული გაერთიანების მიზანი მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში მაცხოვრებელი ოსები გაერთიანებაა.
"ოსები უმაღლესი საბჭოს" თავმჯდომარე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი მეცნიერების აკადემიკოსი ბორის ბასაევია. ბასაევის თქმით, აღნიშნული საბჭოს დამფუძნებლები რუსეთი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არიან.
"რუსეთის ფედერაციის 53 რეგიონში ოსები ცხოვრობენ. ამ რეგიონში ასევე არსებობს მძლავრი ოსური დიასპორები. ამას გარდა, ოსები ასევე ცხოვრობენ მსოფლიოს 36 ქვეყანაში. მათთან ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს შეთანხმებები ერთობლივი მუშაობის შესახებ, რომელიც ტრადიციების შენარჩუნებას ეხება. ამიტომაც მიზნები და ამოცანები ნაციონალური ეთნოსის თვალსაზრისით ჩვენ ერთიანი გვაქვს", _ აცხადებს ბასაევი.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს ორგანიზაციის საორგანიზაციო საბჭოს 12 ადამიანი წარმოადგენს.
"ჩვენ არ გვაქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი, ჩვენ გვაქვს ერთიანი ოსეთი და ოსები. ახლა ჩვენ გვაქვს ოსების უმაღლესი საბჭოც. მისი მიზნები და ამოცანები მოწონებულია სამხრეთ ოსეთის მთავრობაშიც და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც", _ აცხადებს ბორის ბასაევი.