აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დაინიშნა.
➡ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
➡პროფესიით იურისტი მუხრან კაკაბაძე 2018 წლიდან დღემდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.
➡მუხრან კაკაბაძე, სხვადასხვა წლებში, ბათუმის მერიის იურიდიულ სამსახურში, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, აჭარის პროფესიულ კავშირში და კერძო სექტორში იურისტად მუშაობდა, ასევე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.