რეფორმების მთავარი პრობლემა რა არის, რომ რეფორმები ყოველთვის იწვევს დეზინტეგრაციას, სოციალურს და ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ეს ეფექტი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ვიღაცა ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო, იმიტომ რომ ამით კიდევ უფრო გააპიარებ ამ ამბავს. ამიტომ ჯობია, ამ ამბავზე გავჩუმდეთ და ადრე თუ გვიან, საზოგადოება გაიგებდა.
ჩვენ იმდენად ბევრი ახალი იდეა გვქონდა, იმდენად მივდიოდით წინ, რომ ძალიან გვიჭირდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
რეფორმების მთავარი პრობლემა რა არის, რომ რეფორმები ყოველთვის იწვევს დეზინტეგრაციას, სოციალურს და ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ეს ეფექტი“,- აღნიშნა ადეიშვილმა.
⭕ ამ თემაზე: