საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 2012 წელს რუსული სპეცოპერაცია მოხდა, თუმცა ამ პროცესებს დაემთხვა საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.
"ალბათ, ყველა როცა აკეთებს, რაღაცას შეცდომებს უშვებს. რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები, ბუნებრივია. ბევრი შეცდომა იყო, ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს და ვფიქრობ, ბევრი რაღაცა ყველას ერთად, რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო სხვანაირი განვითარების ქვეყნის. მაგრამ, რაღაც კონკრეტული შეცდომების გამო.., რაღაც მოხდა ძალიან ძნელია. იმიტომ, რომ მოხდა ძალიან გლობალური კატაკლიზმა, რომელიც იყო ჩემი აზრით, რუსული სპეცოპერაცია 2012 წელს. თუმცა ამას დაერთო ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი, ბუნებრივი პროცესი - ეს არის ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალური, სწორი და კარგი პროცესი იყო“,- აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.