ხვალ, 24 სექტემბერს, სეპარატისტულ აფხაზეთს რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორი პაველ იპატოვი ეწვევა. სარატოვიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდებიან.
რუსული მედიის ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტისას ხელი უნდა მოეწეროს შეთანხმებას სარატოვსა და აფხაზეთს შორის, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ეკოლოგიურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი უკვე მოწონებულია რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, რომ ხელმოწერილი შეთანხმება როსტოველ მეწარმეებს აფხაზეთის ბაზარზე გამოსვლის საშუალებას მისცემს.