ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
"გაეროს ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ებოლას ეპიდემიამ, რომელმაც კონგოში იფეთქა, უკვე საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ეს ისტორიაში მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ინციდენტია, რომელმაც 1 660-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ექიმმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა. "დადგა დრო, მსოფლიომ ეს შენიშნოს და მცდელობა გააორმაგოს. კონგოსთან სოლიდარობის ნიშნად, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ დავასრულოთ ეს აფეთქება და უკეთესი ჯანდაცვის სისტემა შევქმნათ", - განაცხადა მან.
ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ებოლა კონგოში იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ძალიან დაგვიანებულადაც კი ჩაითვალოს. საქმე ისაა, რომ ებოლას შემთხვევა ორმილიონიან ქალაქ გომაშიც დაფიქსირდა, რომელიც რუანდას ესაზღვრება",- წერს "ამერიკის ხმა".