აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აფხაზეთში შს სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობა დადგა.
ბაღაფშის თქმით, უპირველეს ყოვლისა სახელი გამოეცვლება ე.წ. შს სამინისტროს სტრუქტურას და მილიციის ნაცვლად პოლიცია შეიქმნება.
"შევცვლით სახელწოდებას, შს სამინისტროს სტრუქტურას და ასევე შევქნით პოლიციას. ეს საკითხთა მთელი რიგი კომპლექსია, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან კონსულტაციების რუსეთის შს მინისტრთან რაშიდ ნურგალიევთან უკვე გაიარა.
"ამ თემაზე უკვე ვესაუბრე ნურგალიევს", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.