საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერ პროგრამას იწყებს და უკრაინელ ტურისტებს საქართველოში დასვენებისკემ მოუწოდებს.
„მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს, პუტინმა გამოუცხადა ემბარგო ქართველებს. მე დავიწყე უკრაინაში კამპანია-უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში. ვიწყებ შეხვედრებს უკრაინელი ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან, ყველა ჩემს მრავალრიცხოვან სატელევიზიო გამოსვლებში მოვუწოდებ უკრაინელებს დაისვენონ საქართველოში”,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.