სოხუმში, მოჰაჯირების სახელობის სანაპიროზე, მოჰაჯირების ძეგლი დაიდგა. პროექტის ავტორი აფხაზი მოქანდაკე, აფხაზეთის ე. წ. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის სტანისლავ ლაკობას ძმა გენადი ლაკობაა.
მოჰაჯირების ძეგლი 2 700 კგ-ია, მისი ზომა 3X4 მ-ია. სკულპტურა მინსკის სამხატვრო-სკულპტურულ კომბინატში ჩამოისხა.
ძეგლის დადგმის პროცესს, აფხაზური მხარის ინფორმაციით, თვალს ადევნებდნენ აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა, სოხუმის ე. წ. მერი ალიას ლაბახუა და ავტორი გენადი ლაკობა.
მოჰაჯირების ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 27 სექტემბერს გაიმართება.