ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილი 37 წლის ზინაიდა ბაშარულის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს. ზინაიდა ბაშარული 16 სექტემბერს მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიულ ინსტიტუტში გარდაიცვალა.
ბაშარულს ორი შვილი დარჩა. იგი ვლადიკავკაზში ბაზარში ვაჭრობდა.
შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარ ტერაქტს, ბოლო ინფორმაციით, 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე 30-40 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.