რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოს სეპარატისტთა ლიდერს, ედუარდ კოკოითის, ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავი მიულოცა და მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
"გულითა და სულით გილოცავთ თქვენ და მთელს სამხრეთ ოსეთის ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. ოცი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნის თავისუფალი განვითარებისთვის და გადალახა მრავალი წინააღმდეგობა", _ ნათქვამია მედვედევის დეპეშაში და იქვე აღნიშნულია, რომ დღეს მთლიანობაში რეალიზდება ოსი ხალხის სურვილი, იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში და თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოსი სეპარატისტები ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავს აღნიშნავენ. ამასტან დაკავშირებით ე. წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, დელეგაციები მთიანი ყარაბაღიდან, ჩეჩნეთიდან, დნესტრისპირეთიდან და ნაურუდან.