ღვედის გამოუყენებლობა თბილისშიც დასჯადი გახდება. თბილისში ღვედის გამოყენების ვალდებულებას რუსუდან კერვაილშვილისა და ოთარ თოიძის მიერ მომზადებული საკანონდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.
ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კანონპროექტის თანახმად, ღვედის გამოყენება სავალდებულო იქნება როგორც იმ ადილებში, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კლიომეტრზე მეტი სიჩქარით, ასევე 80 კილომეტრზე ქვემოთ. შესაბამისად, ღვედის გამოუყენებლობისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 40 ლარით. იმ შემთხვევაში, თუკი ღვედი არ უკეთია მანქანაში მყოფ რომელიმე პირს, ჯარიმდება ავტომანქანის მფლობელი.
დღეს ეს პრინციპი მოქმედებს მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კილომეტრი საათზე მეტი სიჩქარით ზემოთ. ცვლილების თანახმად კი, ღვედის გამოყენება სავალდებულო იქნება ყველგან.