აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ერთმანეთს ცხინვალში შეხვდნენ. სერგეი ბაღაფში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ოს სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავის ორდენით დააჯილდოვა.
"ჩვენი ზეიმებიც და ტრაგედიებიც ერთიანია. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ჩვენ ზეიმს დღეს ალამაზებს ის, რომ ჩვენი აფხაზი ძმები ჩვენთან ერთად არიან", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშთან მისალმებისას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თავის მხრივ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა: "სამხრეთ ოსეთმა ეს დღე ბრძოლით და ტანჯვის მოიპოვა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ვხედავთ, რომ ახლა უკვე აღდგენითი პროცესი დაიყო. რაც შეეხება ბრძოლას - უკვე ყველამ კარგად დაინახა თუ ვინ როგორ იბრძვის", _ განაცხადა ბაღაფშმა.