აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში დღეს ცხინვალში გაემგზავრება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფში მონაწილეობას მიიღებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
ამას გარდა, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში დღეს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ მიტინგზე სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ოსი სეპარატისტები დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავს ზეიმობენ. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ცხინვალში სამხედრო აღლუმი იმართება, რომელშიც რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები