ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 100 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ცხინვალის ცენტრში დღეს გამართულ აღლუმში მონაწილეობას მიიღებს.
"ჯარიკაცების მიერ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გავლის შემდეგ იქ სამხედრო ტექნიკა ჩაივლის, რომელიც სამხედროთა არსენალში იმყოფება", _ განაცხადა სამხრეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სამხედრო სარდლობის პრესსამსახურის უფროსმა ანდრეი დობრუნმა.
მისივე თქმით, ცხინვალში გამართულ აღლუმში მონაწილე სამხედრო ტექნიკის რაოდენობა ოც ერთეულს შეადგენს.