ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგამ და ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოითს იმედები გაუცრუეს.
აღსანიშნავია, რომ ოსი სეპარატისტები ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე აცხადებდნენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ე.წ. "დამოუკიდებლობის 20 წლის" ცხინვალს ორტეგა და მარადონა ეწვეოდა.
თუმცა, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ნიკარაგუის პრეზიდენტის და დიეგო მარადონას სტუმრობის "გადადების" მიზეზებზე არ საუბრობს.
არსებული ინფორმაციით, მარადონას ცხინვალში ვიზიტის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებმა იმედს გამოთქვეს, რომ "დიეგო მარადონა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლას არა როგორც ნარკომანი, არამდე როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი ისე აპირებს".
შეგახსენებთ, რომ დღეს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი დღეს ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების 20 წლისთავს აღნიშნავს.