სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის სამხედროების სამხედრო წვრთნა დღეს დასრულდა. განცხადება ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის პრესსამსახურის უფროსმა ანდრეი ბობრუნმა გააკეთა. სწავლება "ძარცემის" პოლიგონზე მიმდინარეობდა.
"ძირითადი ყურადღება დაეთმო პირადი შემადგენლობის გადაადგილებას ბრძოლის ველზე, საბრძოლო მანქანების შენიღბვას, დანაღმული ადგილების გადალახვასა და საფორტიფიკაციო ადგილების შექმნას მთიან ადგილებში, ასევე მოწინააღმდეგისათვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას", _ აცხადებს ბობრუნი.
მათივე ინფორმაციით, სწავლება საბრძოლო ცეცხლის გახსნით დასრულდა და იგი გეგმიური იყო.
მასალის გამოყენების პირობები