რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტულ აფხაზეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სასაზღვრო-გამშვები პუნქტების შესახებ.
რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ხელშეკრულებას რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა მოაწერა ხელი, სეპარატისტთა მხრიდან კი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი სოჭში, სოჭის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში მოეწერა.
"შეთანხმება ადგენს მრავალმხრივ საავტომობილო, ქვეით, სატვირთო მუდმივ გამშვებ პუნქტს ადლერი (რუსეთი) - Fსოუ (აფხაზეთი), ასევე მრავალმხრივ სარკინიგზო, სატვირთო და ქვეით პუნქტს ადლერი-ფსოუ", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პუნქტები ადრე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის 1993 წლის 8 ოქტომბერს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ფუნქციონირებდა.