აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული რუსულ სამხედრო ბაზებს ძალუძს აღკვეთონ ნებისმიერი შესაძლო სამხედრო საფრთხე, რომელიც საქართველოდან მოდის ამ რესპუბლიკების წინააღმდეგ. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა გააკეთა.
"ჩვენ გამუდმებით ვატარებთ რეგიონში სიტუაციის შესაძლო განვითარების ანალიზს. ის ძალები და დანაყოფები, რომლებიც აფხაზეთსა და ოსეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე იმყოფებიან სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სიტუაციის ნებისმიერ განვითარებაზე რეაგირება მოახდინონ", _ განაცხადა ანატოლი სერდიუკოვმა ვაშინგტონში რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ანატოლი სერდიუკოვმა ასევე განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრისას რუსული მხარე გამუდმებითYაყენებს მათ მიერ საქართველოსათვის იარაღის მიყენების საკითხს.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ეს გვაღელვებს და ხელს უშლის ჩვენს თანამშრომლობას იგივე ისრაელთან, ამერიკელებთან და ყველა სხვა დანარჩენთან, რომელიც ასე თუ ისე აიარაღებს საქართველოს ახლანდელ რეჟიმს. რუსეთი მომავალშიც ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ საქართველოსათვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე დავიდეს", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.