სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტმა 2019 წლის მე-2 საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.
ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა თევზჭერა საქართველოს სანაპიროს ყველა უბანსა და აქტუალურ სიღრმით აირუსზე.
ექსპედიცისას მოპოვებული იქნა იქთიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური მასალა, რომლის გაანალიზება მაისის თვეში დასრულდება.
მიღებული ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ წარმოებული საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური და სარეწაო მონიტორინგის ნაწილია, რაც ხელს შეუწყობს სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის შეფასებას და სარეწაო პროგნოზირებას.