საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ კითხვაზე რამდენად ენდობით ან არ ენდობით პოლიციას, პასუხები ასე გადანაწილდა:
სრულად ან ნაწილობრივ პოლიციას მოსახლეობის 80% ენდობა.
ხოლო 17 % უფრო არ ენდობა, ან საერთოდ არ ენდობა,
უარი პასუხზე კი 4% -მა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ 2087 ადამიანი გამოკითხა და კვლევის ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.