5 აპრილს, 18:00 საათზე თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი „ქოლგა, თბილისი, ფოტო".