2019 წლის 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში178 შემთხვევა გამოვლინდა.
2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7569 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5672 – მამაკაცია, 1897 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა. 1540 პაციენტი გარდაიცვალა.
2019 წელს გარდაიცვალა 24 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი. 2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.4 % (2984) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.7 % (3532) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (859) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (52) - გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2774 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 953 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 941 (ქუთაისი 460); აჭარაში 846 (ბათუმი – 545); აფხაზეთში (478); კახეთში (365) ქვემო ქართლში (389); შიდა ქართლში (287); გურიაში (160); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.
სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; 2 დაუდგენელი გზით.